მთავარიაზიაღაზაისრაელის ძალებმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების პუნქტი დაბომბეს

ისრაელის ძალებმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების პუნქტი დაბომბეს

პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალური პირები და თვითმხილველები აცხადებენ, რომ ისრაელის ძალებმა ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად განაწილების ცენტრთან მისულ ხალხს ცეცხლი გაუხსნა. მათივე ცნობით, შედეგად სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა.

ისრაელი არმიის განცხადებით კი, მათ ცეცხლი გაუხსნეს „რამდენიმე ეჭვმიტანილს“, რომლებმაც წინასწარ განსაზღვრული მარშრუტი დატოვეს, ისრაელის სამხედროებს მიუახლოვდნენ და მათი გამაფრთხილებელი გასროლები არ გაითვალისწინეს.

„რასაც იქ აკეთებენ, არაადამიანურია. საკვები სისხლის აბაზანაში დაცურავს. იქ სიკვდილისთვის მივდივართ. ტყვიებს გესვრიან და გვბომბავენ. დღეს, მას შემდეგ, რაც შესვლის ნება დაგვრთეს, გარს შემოგვერტყნენ და ცეცხლი გაგვიხსნეს.“

„დავიღალეთ და  და ამ ყველაფერს ვეღარ ვიტანთ. ჯობს, მოვკვდეთ, ვიდრე ამას გავუძლოთ. სიკვდილი უფრო ღირსეული გამოსავალია, ვიდრე ის, რაც ჩვენს თავს ხდება.“

„ტყვიებს გვესროდნენ და ადამიანები უსულოდ ეცემოდნენ მიწაზე. თუ ჩვენი გამოკვება უნდათ, მაშინ რატომ გვკლავენ? ის, ვისაც დახმარების მოწოდება სურს, ხალხს არ ხოცავს. თითქოს ერთ ადგილზე შეგვყარეს და გვესვრიან. ქალებს ესვრიან, ბავშვები საავადმყოფოებში მიჰყავთ. ეს უსამართლობა. ასეთ შემთხვევაში, საჭმელსაც ნუღარ მოგვიტანენ. არც ეს გვინდა, თუ ჩვენს დახოცვას გეგმავენ“, – ამბობენ პალესტინელები.

ეს უკვე მესამე შემთხვევაა ბოლო სამი დღის მანძილზე, როცა ჰუმანიტარული დახმარების განაწილების წერტილი ისრაელის ძალების სამიზნე ხდება.

ეს განაწილების წერტილები ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილმა ფონდმა შექმნა და ისინი ისრაელის სამხედრო ზონებშია მოქცეული.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მას მხარს არ უჭერს და აცხადებს, რომ ეს მექანიზმი ღაზაში არსებულ ჰუმანიტარულ გამოწვევებს არ პასუხობს და ისრაელს ჰუმანიტარული დახმარების იარაღად გამოყენების საშუალებას აძლევს.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend