კატეგორიები

ირანი აპირებს, უარი თქვას აშშ-ის წინადადებაზე ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ

ირანი აპირებს, უარი თქვას აშშ-ის წინადადებაზე ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ
ირანი უარის თქმას აპირებს ამერიკის შეერთებული შტატების წინადადებაზე, რომელიც ბირთვული პროგრამის მომავალს უკავშირდება.
შეერთებული შტატების პროექტის თანახმად, ირანს ქვეყნის შიგნით ურანის გამდიდრების შეჩერება მოუწევს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს პირველი წინადადებები არაპირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ წამოუყენა.
ირანული დიპლომატიური მხარის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პირობები არ ითვალისწინებს ირანული მხარის მოთხოვნას, იმის თაობაზე რომ ირანმა ურანის გამდიდრება გააგრძელოს.
თუმცა მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, ირანი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპისგან უფრო მკაცრი სანქციების დაწესების რისკის ქვეშ დგება. ასევე შესაძლებელია, რომ ამერიკამ და ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში მიიტანონ.
დაკავშირებული ამბები
თეირანი აშშ-ს აფრთხილებს, რომ ირანში ჯარების გაგზავნა ვაშინგტონს „ჭაობში ჩაითრევს“ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარება „ჩვენს ინტერესში არ შედის“
სხვა ამბები