კონკურსის „ახალი ქართული პიესა“ გამარჯვებულები ცნობილია.
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების საერთაშორისო ფონდის პროექტის “‘ახალი დრამატურგია” ფარგლებში გამართულ კონკურსზე 19 დრამატურგის პიესა იყო წარმოდგენილი. სამწევრიანი ჟიურის გადაწყვეტილებით ორი გამარჯვებული დასახელდა,
რომელთაც ფულადი პრემია და ფონდის სპეციალური პრიზი „თუმანიშვილის ვაშლი“ გადაეცათ.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ისაუბრეს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების საერთაშორისო ფონდი დამფუძნებელმა, მანანა ანთაძემ და საქართველოს შექსპირის ასოციაციის თავმჯდომარემ, მანანა ანასაშვილმა.
