კატეგორიები

,,მის მსოფლიო 2025” ტაილანდელი ოპალ სუჩატა ჩუანგსრი გახდა

,,მის მსოფლიო 2025” ტაილანდელი ოპალ სუჩატა ჩუანგსრი გახდა
1 ივნისს ინდოეთის ქალაქ ჰაიდარაბადმა უმასპინძლა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და პრესტიჟულ სილამაზის კონკურსს — „მის მსოფლიო 2025“-ს, რომელიც უკვე 72-ედ გაიმართა. წლევანდელი გამარჯვებული გახდა ტაილანდის წარმომადგენელი, ოპალ სუჩატა ჩუანგსრი.

საერთაშორისო სილამაზის კონკურსზე 108 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას გამარჯვებულმა ჟიურის ყურადღება არამხოლოდ გარეგნობით, არამედ თავისი შინაგანი სიმშვიდით, თავდაჯერებულობითა და ჰუმანურობით მიიპყრო.

კონკურსის ვიცე-მისი  ეთიოპიის წარმომადგენელი ჰასეტ დერეჟე ადმასუ გახდა.

ღონისძიებას უძღვებოდნენ მის მსოფლიო 2016-ის გამარჯვებული სტეფანი დელ ვალე და ინდოელი წამყვანი საჩინ კუმბჰარი. კონკურსის იდეაა — „სილამაზე მიზნისთვის“,   რაც ნიშნავს, რომ „მის მსოფლიო“ არ არის მხოლოდ სილამაზის კონკურსი, არამედ პლატფორმა, რომელიც გამორჩეულ ქალებს საზოგადოებრივი ცვლილებების შესაძლებლობას აძლევს.

„მოგესალმებით ყველას! მე ვარ სუჩატა ჩუანგსრი, თქვენი ახალი მის მსოფლიო ტაილანდიდან. მადლობას გიხდით ამ შესაძლებლობისთვის. თქვენ მომეცით შანსი, ჩემი ქვეყანა სიამაყითა და ღირსებით წარმედგინა  და ტაილანდისთვის პირველი გამარჯვება მომეპოვებინა.

მართალია, გვირგვინი დღეს მე დამადგეს, თუმცა ყველა ის გოგო, რომლებიც ამ სცენაზე იდგნენ, გამარჯვებულია. ყველას გვაქვს საკუთარი მიზანი და მისია, რომელსაც გულით ვატარებთ.

ვიმედოვნებ, რომ თქვენს სიყვარულსა და მხარდაჭერას არა მხოლოდ მე, არამედ ყველა იმ გოგოს გაუზიარებთ, რომლებიც ამ გზას ჩემთან ერთად ადგანან. უღრმესი მადლობა იმ სითბოსთვის, რომელიც მივიღეთ, როგორც ინდოეთიდან, ისე მსოფლიოს სხვა კუთხეებიდან.

იმედი მაქვს, რომ ვიქნები ღირსეული  და გავამართლებ თქვენს იმედს. დიდი მადლობა ყველას!”, – ამბობს – ,,მის მსოფლიო 2025” – ოპალ სუჩატა ჩუანგსრი.

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები