კონკურსის – “ჩემი მემკვიდრეობა” გამარჯვებულები ცნობილია. ეს არის საქართველოს ეროვნული ფონდისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოს ერთობლივი პროექტი, რომელიც საქართველოში მემკვიდრეობის დაცვას ემსახურება.
კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს და ფართო საზოგადოებას გააცნოს ადამიანები, რომლებიც მემკვიდრეობის სიყვარულს იზიარებენ, გრძნობენ მათი შენარჩუნებისა და დაცვის საჭიროებას, როგორც ერის იდენტობისა და შემოქმედებითობის თვალსაჩინო დადასტურებას.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საქართველოს ეროვნული ფონდის თანათავმჯდომარემ, გიორგი ბურჯანაძემ და კონკურსის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა, ლილი ფულარიანმა ისაუბრეს.
