1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. თარიღი, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების კეთილდღეობა და მათი განვითარებისთვის ხელსაყრელი და უსაფრთხო გარემოს შექმნა.
როგორ ხვდება ამ დღეს საქართველო, სად იკვეთება განსაკუთრებით მწვავე პრობლემები, რას აკეთებს სახელმწიფო ბავშვთა სოციალური და უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის – ამ თემებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური პოლიტიკისა და ეკონომიკის სპეციალისტი ქეთევან მელიქაძე საუბრობს.