მთავარიევროპასაფრანგეთიემანუელ მაკრონი ჩინეთს აფრთხილებს

ემანუელ მაკრონი ჩინეთს აფრთხილებს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჩინეთს აფრთხილებს, რომ იმ შემთხვევაში თუ პეკინი მეტს არ გააკეთებს ჩრდილოეთ კორეის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მონაწილეობის შესაჩერებლად, NATO-მ შესაძლოა გააქტიუროს მისი აქტივობა აზიის კონტინენტზე.

„ყველას ბევრი შეკითხვა გვაქვს ჩრდილოეთ კორეის შესახებ. თუ ჩინეთს არ სურს, რომ NATO სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გააქტიურდეს, მან უნდა შეუშალოს ხელი ჩრდილოეთ კორეას, ევროპის ტერიტორიაზე ომში იყოს ჩართული“, – განაცხადა მაკრონმა პარასკევს, 30 მაისს, სინგაპურში თავდაცვის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

საფრანგეთი დიდი ხანია ამტკიცებს, რომ ტრანსატლანტიკურმა სამხედრო ალიანსმა არ უნდა გააფართოოს თავისი გავლენა აზიაში და ხელმძღვანელობდა კამპანიას, რომელიც 2023 წელს იაპონიაში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის გახსნის დაბლოკვას ისახავდა მიზნად.

„მე ვეწინააღმდეგებოდი NATO-ს აზიაში ჩართულობას, რადგან არ მჯერა სხვის სტრატეგიულ მეტოქეობაში ჩაბმის“, – თქვა მაკრონმა და მიანიშნა, რომ პარიზს საკუთარი პოზიციის გადახედვა შეუძლია.

ჩრდილოეთ კორეის ჯარები უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძვიან. ეს ხდება ორ ქვეყანას შორის დადებული სამხედრო შეთანხმების ფარგლებში, რომელიც მოსკოვს შესაძლებლობას აძლევს ფხენიანის ჯარისკაცები უკრაინული ძალების კურსკის რეგიონიდან განდევნის მიზნით გამოიყენოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend