კატეგორიები

ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ყოვლისმომცველი ტარიფები დაბლოკა

ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ყოვლისმომცველი ტარიფები დაბლოკა

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დაბლოკა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოვლისმომცველი ტარიფები, ეს კი მისი ეკონომიკური პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანი დარტყმაა.

ნიუ-იორკში მდებარე საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლომ, რომელიც სამი მოსამართლისგან შედგება, დაადგინა, რომ საგანგებო კანონი, რომელიც თეთრმა სახლმა გამოიყენა, არ აძლევს პრეზიდენტს ცალმხრივ უფლებამოსილებას ტარიფები ყველა ქვეყანაზე დააწესოს.

სასამართლოს განმარტებით, დონალდ ტრამპმა გადააჭარბა თავის უფლებას, რადგან აშშ-ის კონსტიტუცია სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის დარეგულირების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას კონგრესს ანიჭებს და ამას პრეზიდენტის უფლება – დაიცვას ეკონომიკა – არ ანაცვლებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მალევე გაიზარდა ნავთობის ფასი. აქამდე ბაზარი აშშ-ის პოტენციური ახალი სანქციების დაწესების მოლოდინში იყო. ეს სანქციები ზღუდავდა რუსული ნედლი ნავთობის ნაკადებსა და ოპეკის მიერ ივლისში ნავთობის მოპოვების ზრდას ითვალისწინებდა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა.

Related news
მშვიდობის სურვილი და ომის მუქარა – დონალდ ტრამპის გამოსვლა კონგრესში ლიკვიდირებულია პირი, რომელმაც დონალდ ტრამპის ფლორიდას რეზიდენციაში შეაღწია
სხვა ამბები