ესპანეთის კანარის კუნძულების პორტში შესვლისას მიგრანტებით სავსე ნავი გადაყირავდა, რასაც შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ესპანეთის საგანგებო სამსახურში აცხადებენ, რომ დაღუპულებს შორისაა ოთხი ქალი და სამი არასრულწლოვანი.
ეროვნულ საზღვაო სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ ნავი იმ დროს გადაბრუნდა, როდესაც მაშველებს ახალგაზრდები თავიანთ ხომალდზე გადაჰყავდათ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პატარა ნავში 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
ორი ბავშვი, ერთი ბიჭი და ერთი გოგონა უმძიმეს მდგომარეობაში ვერტმფრენებით ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ესპანეთის არქიპელაგი, რომელიც აფრიკის დასავლეთ სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს, უკვე წლებია, მიგრანტების მთავარი მარშრუტია.
ყოველწლიურად ამ სახიფათო გზას გადის ათასობით მიგრანტი, რომლებიც შეუფერებელი ზომისა და გასაბერი ნავებით სიცოცხლეს საფრთხეში იგდებენ.
პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა სოციალურ ქსელში მწუხარება გამოხატა და მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ახლობლებს და დასძინა, რომ ეს ადამიანები უკეთესი მომავლის შექმნაზე ოცნებობდნენ.