კატეგორიები

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი პოლიტიკიდან მიდის

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი პოლიტიკიდან მიდის

ამერიკელმა მილიარდერმა და გამომგონებელმა ილონ მასკმა სოციალურ პლატფორმა X-ზე რამდენიმე საათის წინ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის.

ის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მთავარი მრჩეველი იყო და სათავეში ედგა გუნდს, რომელიც სამთავრობო ხარჯებისა და ბიუროკრატიის შემცირებაზე მუშაობდა.

ილონ მასკმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გუშინ პრეზიდენტ ტრამპის საკანონმდებლო დღის წესრიგი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ იმედგაცრუებულია იმით, რასაც დონალდ ტრამპი თავის „დიდ, ლამაზ კანონპროექტს“ უწოდებს.

„რადგან ჩემთვის, როგორც სპეციალური სამთავრობო წარმომადგენლისთვის, განკუთვნილი დრო იწურება, მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უსარგებლო ხარჯების შემცირების შესაძლებლობისთვის“, – წერს ილონ მასკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

დაკავშირებული ამბები
ნიუ-იორკის ასობით რესტორანმა სპეციალური 26-დოლარიანი მენიუ შეადგინა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარების კანონპროექტი მიიღო
სხვა ამბები