ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი ცეცხლს ეთამაშება.
“რასაც ვლადიმერ პუტინი ვერ აცნობიერებს, ისაა, რომ ჩემ გარეშე რუსეთს უკვე ბევრი ცუდი რამ მოუვიდოდა და ვგულისხმობ ნამდვილად ცუდს. ის ცეცხლს ეთამაშება!” – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას რამდენიმე საათში რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი გამოეხმაურა. მან პასუხი სოციალურ პლატფორმა X-ზე გაავრცელა.
„რაც შეეხება ტრამპის სიტყვებს იმის შესახებ, რომ პუტინი „ცეცხლს ეთამაშება“ და რუსეთს „ძალიან ცუდი“ რაღაცები ემართება, მე მხოლოდ ერთი, ნამდვილად ცუდი რამ ვიცი – მესამე მსოფლიო ომი. ვიმედოვნებ, ტრამპს ეს ესმის!“ – წერს დიმიტრი მედვედევი.
