მთავარიევროპაუკრაინაკიევის ცნობით, რუსეთის ციხეებში 200-ზე მეტი სამხედრო ტყვე დაიღუპა

კიევის ცნობით, რუსეთის ციხეებში 200-ზე მეტი სამხედრო ტყვე დაიღუპა

უკრაინული მხარის ცნობით, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რუსეთის ციხეებში 200-ზე მეტი სამხედრო ტყვე დაიღუპა.

ერთ-ერთი მათგანი სერგეი გრიგორევია.

„წითელი ჯვრიდან დაგვირეკეს, რომ ეთქვათ, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. წითელი ჯვრიდან ისევ დაგვირეკეს ერთ წელში, ეთქვათ, რომ ის აღარ იყო ცოცხალი“, – იხსენებს ოქსანა გრიგორევა, სერგეი გრიგორევის ქალიშვილი.

2022 წელს ის ტყვედ მარიუპოლში აიყვანეს ათასობით სხვა სამხედროსთან ერთად. 2022 წლის აგვისტოში ოჯახმა მისგან მიიღო წერილი, რომელშიც წერს, რომ ცოცხალი და ჯანმრთელია. ოჯახის წევრებმა ასევე აღმოაჩინეს ვიდეო, რომელიც რუსულ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა. ოჯახის წევრებმა ბოლოს ცოცხალი ის სწორედ ამ ვიდეოში ნახეს.

„წერილი მივიღეთ ტყვეობიდან, რომელიც ხელით იყო ნაწერი. გვაქვს წერილი, რომელშიც წერს, ყველაფერი კარგად არის, ცოცხალი და ჯანმრთელი ვარ. ასევე გვაქვს ვიდეო ტყვეობიდან, რომელშიც ის ასევე ამბობს, რომ ცოცხალი და ჯანმრთელია. თუმცა თუ მას დააკვირდებოდი, ვერ იტყოდი, რომ ჯანმრთელად იყო. მხოლოდ ეს იყო რაც მივიღეთ მისგან, ამის შემდეგ რაც ვნახეთ, მისი კუბო იყო“,  – წუხს ოქსანა.

რუსული მხარე მიუთითებდა, რომ 59 წლის კაცი ინსულტის შედეგად დაიღუპა, თუმცა, უკრაინაში ჩატარებულმა გაკვეთამ საპირისპირო აჩვენა.

„ჩვენმა სასამართლო ექსპერტიზამ აჩვენა, რომ მას ელენთა გაუსკდა“, – ამბობს ოქსანა.

ერთი-ერთი უკრაინელი ტყვე, ალექსეი გონჩარევი ამბობს, რომ ის იყო თვითმხილველი როგორ სცემდნენ სერგეისა და სხვა ტყვეებს. მისი თქმით, დროთა განმავლობაში სერგეის ფიზიკური მდგომარეობა უარესდებოდა. მოგვიანებით სერგეი გრიგორევი გადაიყვანეს მცირე ზომის კამერაში, სადაც დაახლოებით ერთ თვეში დაიღუპა.

გასული წლის ივნისში სერგეის ცხედარი რუსეთთან ტყვეების გაცვლის პროცესისას გადაასვენეს უკრაინაში.

„იმედი მქონდა, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა, გესმით, ამაზე ყოველ დღე ვოცნებობდი. ძალიან დიდი იმედი მქონდა, ველოდებოდი. როცა დავინახე, რომ მას კბილები არ ჰქონდა და ცუდად ხედავდა, ოქსანამ მითხრა, დედა, ხომ ხვდები, რომ ის სულ სხვანაირი დაბრუნდება. ვუპასუხე, რომ კი, ვხვდები, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვიყავი“, –  ამბობს სერგეი გრიგორევის მეუღლე, ოქსანა გრიგორევა.

სერგეის ცოლსა და ქალიშვილს მაჯებზე ტატუები აქვთ დატანილი ქმრისა და მამის ხსოვნისადმი.

ეს მისი საყვარელი ფრაზა იყო: „ყველაფერი კარგად იქნება“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend