კადრები ვიეტნამის აეროპორტშია გადაღებული, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, მეუღლესთან, ბრიჯიტ მაკრონთან ერთად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტურნეს ფარგლებში იმყოფება.
თვითმფრინავში ყოფნისას დაფიქსირდა კადრი, რომელზეც იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბრიჯიტ მაკრონი ემანუელ მაკრონს სახეში ურტყამს.
ინციდენტი სწრაფად გახდა ფრანგული მედიის მთავარი ამბავი და ჟურნალისტები ცდილობდნენ დაედგინათ, როგორი ურთიერთობა აქვთ საფრანგეთის პრეზიდენტსა და პირველ ლედის.
მაკრონმა მოგვიანებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთთან ხუმრობდა და რომ ეს ინციდენტი გააზვიადეს და „ერთგვარ გეოპლანეტარულ კატასტროფად” აქციეს.