მთავარიაზიაისრაელი„მადრიდის ჯგუფი“ ისრაელისა და პალესტინის საკითხის განსახილველად შეიკრიბა

„მადრიდის ჯგუფი“ ისრაელისა და პალესტინის საკითხის განსახილველად შეიკრიბა

ესპანეთმა, მაღალი დონის მოლაპარაკებების ფარგლებში, უმასპინძლა მადრიდის ჯგუფს, რომელშიც ევროპული და არაბული ქვეყნები არიან გაწევრებული. 

მოლაპარაკების მიზანია,  გაზარდონ ზეწოლა ისრაელზე, რათა შეაჩეროს სამხედრო შეტევა ღაზის სექტორზე და დღის წესრიგში დააბრუნონ ორი სახელმწიფოს პრინციპი. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით,  ღაზის სექტორი კაცობრიობის ღია ჭრილობაა და დუმილი არ არის გამოსავალი.

“ერთადერთი მიზანი, რომლის გამოც ჩვენ დღეს ყველანი აქ, მადრიდში, ვართ შეკრებილი,  ომის შეჩერებაა.  ეს  ისრაელის არაადამიანური უსამართლო და სასტიკი ომია ღაზაში. აუცილებლად უნდა მოიხსნას ბლოკადა ჰუმანიტარულ დახმარებაზე. ჩვენ აქტიურად უნდა დავიწყოთ მუშაობა, რათა დღის წესრიგში დაბრუნდეს ორი სახელმწიფოს პრინციპის საკითხი“, – აცხადებს ესპანეთს საგარეო საქმეთა მინისტრი ხოსე მანუელ ალბარესი.

ალბარესმა ასევე განაცხადა, რომ ჯგუფის მიზანი ისრაელის ხალხის  უსაფრთხოების დაცვა და მშვიდობაა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პალესტინელ ხალხსაც აქვს ამის უფლება.

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე მხარი დაუჭირა ევროკავშირისა და ისრაელის შეთანხმების შეჩერებას, თუ ისრაელი არ შეწყვეტს სამხედრო კამპანიას ღაზაში.

მადრიდში შეხვედრა ივნისში ნიუ-იორკში დაგეგმილი  გაეროს  კონფერენციის წინ გაიმართა, რომელზეც ორი სახელმწიფოს პრინციპის შესახებ უნდა იმსჯელონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend