ვლადიმერ პუტინი უკრაინის იერიშებისგან რუსეთის შიდა ტერიტორიების დაცვას გეგმავს.
მისი თქმით, უკრაინის საზღვართან შეიქმნება ,,უსაფრთხოების ბუფერული ზონა”. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა განმარტა რუსული ჯარები უკვე იღებენ შესაბამის ზომებს, ხოლო ,,ბუფერული ზონა” დამატებით უსაფრთხოებას უზრუნველყოფს საზღვრისპირა რეგიონების მოსახლეობისთვის, რომლებსაც გასულ წელს უკრაინამ არაერთხელ შეუტია. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა ყურადღება გაამახვილა უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის აღდგენის აუცილებლობაზე.
„დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფებს დრონებით მიაქვთ იერიში სამოქალაქო ტრანსპორტზე, ასევე სასწრაფო დახმარების მანქანებსა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე. თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ და დაშავდნენ ქალები და ბავშვები. უკვე ვთქვი, რომ მიღებულია გადაწყვეტილება უკრაინის საზღვრების გასწვრივ ბუფერული ზონის შექმნის შესახებ. ჩვენი შეიარაღებული ძალები აქტიურად ცდილობენ, გადაჭრან ეს პრობლემა. ის ადგილები, საიდანაც მტერი გვიტევს, ნადგურდება, მიმდინარეობს მუშაობა. ამავე დროს, მინდა განვაცხადო, რომ კურსკის, ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქებში დავიწყებთ განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენას“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.