უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი არანაირ ნიშნებს არ აჩვენებს, რომ ისინი ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად არიან. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
მისი განცხადებით, რუსეთი შეტევით ოპერაციებს აგრძელებს, შესაბამისად, უკრაინა თავდაცვისთვის ყველა საჭირო მოქმედებას მიმართავს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამეგობრომ რუსეთზე ყველა სახის ზეწოლა გააძლიეროს.
„სამწუხაროდ, რუსები ცეცხლის შეწყვეტის არავითარ ნიშნებს არ აჩვენებენ. ისინი ომის დასრულებისთვის მზად ჯერ არ არიან. ამიტომ, ყველა სახის ზეწოლა, პარტნიორებთან მუშაობა რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნების კუთხით, აუცილებელია”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, უკრაინული ძალები რუსეთში კურსკის რეგიონში სამხედრო ოპერაციებს აგრძელებენ.
„რუსული შეტევითი ოპერაციები გრძელდება. შესაბამისად, ჩვენი ძალები ყველა საჭირო სამხედრო მოქმედებებს გააგრძელებენ. ყველაზე ინტენსიური ვითარება კვლავ დონეცკის რეგიონშია, განსაკუთრებით პოკროვსკის მიმართულებით. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ აქტიურ ოპერაციებს კურსკისა და ბელგოროდის რაიონებში – ეს არის თავდაცვის ეფექტური მეთოდი. ჩვენ სუმისა და ხარკივის რეგიონებს ვიცავთ”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.