20 მაისს რუსეთმა სუმის რეგიონზე სარაკეტო იერიში იმ დროს მიიტანა, როდესაც სასაზღვრო რეგიონში წვრთნები ტარდებოდა.
უკრაინის ეროვნული გვარდიის ინფორმაციით, იერიშის შედეგად ექვსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 10 კი დაიჭრა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა თავდასხმის ამსახველი ვიდეო. როგორც სახელმწიფო მედია ამტკიცებს, ამ იერიშს 70 ადამიანი ემსხვერპლა.
სუმის რეგიონი გამუდმებით იბომბება მას შემდეგ, რაც უკრაინამ რამდენიმე თვის წინ რუსეთის სასაზღვრო რეგიონი კურსკი დაიკავა.
იმავდროულად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირველად ჩავიდა რეგიონში მას შემდეგ, რაც სრულად განდევნეს უკრაინული ძალები. უკრაინელებისგან ტერიტორიის გათავისუფლების შესახებ მოსკოვმა გასულ თვეს განაცხადა.
კიევი ამ დრომდე უარყოფს მოსკოვის განცხადებებს კურსკის დაბრუნების შესახებ. სამხედრო აქტივობების ამსახველი რუკის მიხედვით, რომელიც უკრაინელების მიერ არის შედგენილი, უკრაინელი სამხედროები ამ დრომდე აკონტროლებენ თავდაცვის გარკვეულ ხაზს, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.