მთავარიევროპარუსეთირუსეთის პრეზიდენტი კურსკის მშენებარე ატომურ ელექტროსადგურს ეწვია

რუსეთის პრეზიდენტი კურსკის მშენებარე ატომურ ელექტროსადგურს ეწვია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირველად ეწვია კურსკს მას შემდეგ, რაც კრემლმა განაცხადა, რომ გასულ თვეში უკრაინული ძალები რეგიონიდან სრულად განდევნა.

ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პუტინი ეწვია კურსკის მშენებარე ატომურ ელექტროსადგურს და აგრეთვე მოხალისეებს გაესაუბრა.

ზოგიერთი მოხალისის ტანსაცმელზე ჩანს სიმბოლო “Z”. პუტინის თქმით, უკრაინელები უკვე ღიად ანადგურებენ მეორე მსოფლიო ომის ძეგლებს, რაც აშკარას ხდის, რომ ისინი ნეონაცისტები არიან და რუსეთი მათ წინააღმდეგ იბრძვის.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოხალისეებთან შეხვედრას ესწრება, კურსკის რეგიონი, 21 მაისი, 2025 წელი Copyright Russian Presidential Press Service via AP

„გასაგებია ვის წინააღმდეგაც ვიბრძვით. ისინი უკვე პირდაპირ ანადგურებენ მეორე მსოფლიო ომის ძეგლებს და ეს გვაძლევს ყველა საფუძველს ვთქვათ, რომ ეს ნეონაცისტური იდეოლოგიის ხალხია. სხვა რა? რას ფიქრობთ? ეს სიმართლეა! იმით, რასაც აკეთებენ, აჩვენებენ თუ ვინ არიან ისინი“, – ამბობს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.


.

რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ფრონტზე წასვლა ბევრს სურს და მათ შორის სხვადასხვა სარწმუნოების მღვდლებიც კი არიან.

„თითქმის ყველა ჩვენი ტრადიციული სარწმუნოების მღვდელი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მორიგეობს. ისინი ფრონტის ხაზთან კონტაქტზე არიან და ვიმეორებ, ყველა სარწმუნოების. ისინი დახმარებას უწევენ ადამიანებს ბრძოლის ველიდან მოშორებით. ეს დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

ვლადიმერ პუტინი კურსკის რეგიონს სამშაბათს, 20 მაისს, ეწვია.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend