Robo Battle 2025

ივლისში თბილისში რობოტების ბრძოლა გაიმართება

„საქართველოს რობოტიკის ასოციაციის” ორგანიზებით, ივლისში თბილისში რობოტების ბრძოლა გაიმართება. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ააწყონ დისტანციურად სამართავი საბრძოლო რობოტი სხვადასხვა წონითი კატეგორიისთვის და გუნდურად მიიღონ მონაწილეობა ერთდღიან შეჯიბრებაში.

Robo Battle 2025-ის მიზანია ახალგაზრდების ტექნოლოგიურ და საინჟინრო სფეროებში წახალისება, რობოტიკის, პროგრამირებისა და სხვა ტექნოლოგიური მიმართულებების პოპულარიზაცია და პროფესიული უნარების გაღრმავება პრაქტიკის მეშვეობით.

ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საქართველოს რობოტიკის ასოციაციის დამფუძნებლებმა ავთანდილ მღებრიშვილმა და ანი ჩიკვაიძემ ისაუბრეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend