კატეგორიები

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ღაზაში მიმდინარე ომსა და ისრაელის მიზნებზე ისაუბრა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ღაზაში მიმდინარე ომსა და ისრაელის მიზნებზე ისაუბრა

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ღაზაში ომი იქამდე  გაგრძელდება, სანამ  ისრაელი პალესტინის ტერიტორიაზე კონტროლს არ დაამყარებს.

ოთხშაბათს გვიან ღამით, 21 მაისს, გამართულ პრესკონფერენციაზე ისრაელის ლიდერმა აღნიშნა, რომ, მიუხედავად გლობალური ზეწოლისა, ომი მხოლოდ იმ შემთხვევაში დასრულდება, როცა ისრაელი მიაღწევს დასახულ მიზნებს.

ეს მიზნებია: ყველა მძევლის გათავისუფლება, ღაზის სრული განიარაღება და „ჰამასის“ განადგურება.

მან ასევე აღნიშნა, რომ მიზნის მიღწევის შემდეგ ისრაელი გააგრძელებს მუშაობას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შემოთავაზებულ ომისშემდგომ სადავო გეგმაზე.


.

დონალდ ტრამპის წინადადება იყო, რომ ღაზის ყველა მცხოვრები მეზობელ ქვეყნებში გადაესახლებინათ და ანკლავზე კონტროლი დაემყარებინათ.

აშშ-ის გეგმას ბევრი ქვეყანა კრიტიკულად შეხვდა. მათ უარი განაცხადეს მის შეთავაზებაზე, რადგან, მათი აზრით,  ღაზა პალესტინის ნაწილია და, შესაბამისად, ის  პალესტინელებს ეკუთვნის.

ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ მზად არის,  დროებით შეწყვიტოს ცეცხლი დარჩენილი მძევლების გასათავისუფლებლად, რომელთაგან  20, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ ცოცხალია.

Related news
დასავლეთ სანაპიროზე ისრაელელებმა პალესტინელების ათეულობით სახლი და სხვა ნაგებობა დაანგრიეს ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი ავსტრალიის პრემიერს ენტონი ალბანესს შეხვდა
სხვა ამბები