მთავარიაზიაღაზაისრაელი ღაზაზე საჰაერო იერიშების მიტანას აგრძელებს

ისრაელი ღაზაზე საჰაერო იერიშების მიტანას აგრძელებს

ისრაელი ღაზაზე საჰაერო იერიშების მიტანას აგრძელებს. გვიან ღამით, 21 მაისს, ღაზის სექტორში აფეთქების ხმა ისმოდა.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმას 86 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასევე დაზარალდა ათობით ადამიანი. ისრაელმა ღაზაზე იერიშები სექტორში არსებული ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე მიიტანა.

გაეროს ინფორმაციით, ღაზაში სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარება კვლავ ვერ შეაქვთ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიუჰუმ კი ოთხშაბათს, 21 მაისს, განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაში დახმარების შეტანის ახალ სისტემაზე მუშაობს. ისრაელის პრემიერის ეს განცხადება გააკრიტიკეს, რადგან დახმარება ღაზაში სწორედ ისრაელელი სამხედროების ბლოკადის გამო ვერ შედის.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend