მთავარიაზიაირანიირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისრაელის თავდასხმის შემთხვევაში პასუხისმგებლობა აშშ-ს დაეკისრება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისრაელის თავდასხმის შემთხვევაში პასუხისმგებლობა აშშ-ს დაეკისრება

ირანზე თავდასხმის შემთხვევაში ისრაელი „გამანადგურებელ და გადამწყვეტ პასუხს მიიღებს“, – ასე გამოეხმაურნენ თეირანის რევოლუციური გვარდიის წარმომადგენლები CNN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშს ამზადებს.

„ისინი ცდილობენ ომით შეგვაშინონ, მაგრამ არ იციან იმ ძლიერი სახალხო და სამხედრო მხარდაჭერის შესახებ, რომელიც ისლამურ რესპუბლიკას ომის პირობებში შეუძლია მოიზიდოს“, – განაცხადა გვარდიის წარმომადგენელმა ალიმოჰამად ნაინიმ.

განცხადება გააკეთა ირანის უმაღლესმა დიპლომატმა, აბას არაღჩიმაც, რომელმაც თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ ისრაელი მის ბირთვულ ობიექტებზე იერიშს მიიტანს – პასუხისმგებლობას აშშ-ს დაეკისრება.

ამ დრომდე, ისრაელი იერიშის მომზადების შესახებ ცნობებს არ ადასტურებს, თუმცა ისრაელის მაღალჩინოსნებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთნიაჰუს, არაერთხელ გაუჟღერებიათ მსგავსი მუქარა.

აღსანიშნავია, რომ პარასკევს აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდია დაგეგმილი, სადაც ეკონომიკური სანქციების სანაცვლოდ, თეირანის ბირთვული პროექტის შეზღუდვის საკითხს განიხილავენ.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend