30 მაისს გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
გლობალური კამპანიის მიზანია დაავადების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების გაზრდა, მისი დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
მსოფლიო კამპანიას საქართველო პირველად 2019 წელს შეუერთდა. რა სიმპტომებით ხასიათდება გაფანტული სკლეროზი და როგორია სახელმწიფოს მხარდაჭერა ამ დაავადების მქონე პაციენტებისთვის – ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ექიმმა-ნევროლოგმა მარინა ჯანელიძემ ისაუბრა.