“კონფლიქტის რეგიონების გაშუქება ქართულ ტელემედიაში” – მონიტორინგის ანგარიში, რომელიც იკვლევს, თუ როგორია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონთან დაკავშირებული თემების გაშუქების ტენდენციები.
მედიის რა მთავარი მახასიათებლები გამოვლინდა მონიტორინგის ფარგლებში, როგორია კვლევის მიგნებები, რჩება თუ არა პოლარიზაციის პირობებში მედიას სივრცე დაპირისპირებულ ხალხებს შორის ნდობის აღდგენის თვალსაზრისით და როგორია რეკომენდაციები – ამ თემებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში მედია მკვლევარი, ანგარიშის ავტორი ლაშა ქავთარაძე საუბრობს.