Un Simple Accident

2025 წელს, კანის კინოფესტივალი მსოფლიოში ყველაზე გაბედულ, შთამაგონებელ, სოციალური თუ პოლიტიკური შინაარსის მქონე, ვიზუალურად გამორჩეულ ფილმებს მასპინძლობს.

სწორედ ასეთია Un Simple Accident – ანუ “ჩვეულებრივი შემთხვევა” ირანელი რეჟისორის ჯაფარ პანაჰის ნამუშევარი.

ფილმი ირანელ ხალხზეა და მათ ბრძოლაზე თავისუფლებისთვის.

მაგრამ ის გარკვეულწილად რეჟისორის ამბავსაც ჰყვება.

ჯაფარ პანაჰი სამშობლოში რამდენჯერმე დააკავეს და დაახლოებით 5 წლის წინ სასამართლომ მას 20 წლით შემოქმედებითი საქმიანობა აუკრძალა. რეჟისორი

ახლა საფრანგეთშია და მისი და ფილმის თავგადასავალს ჰყვება.

„ფილმის გადაღებების დასრულება წარმატებულად შევძელით. თუმცა, როგორც კი ხალხმა გაიგო, რომ ფილმი კანის კინოფესტივალისთვის შეირჩა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. გადამღები ჯგუფის რამდენიმე წევრი დაკითხვაზე დაიბარეს. მე და ჩემი ოპერატორიც მივედით დაკითხვაზე რადგან არ გვინდოდა, რომ ჩვენი გუნდის წევრები იქ მარტო ყოფილიყვნენ. ​​ოპერატორის გარდა, დაკითხვაზე დაიბარეს მსახიობებიც. ისინი დიდი ზეწოლის ქვეშ იყვნენ, დაემუქრნენ კიდეც, მაგრამ ვიცოდი, რომ გამარჯვება ჩვენკენ იყო, რადგან ფილმი უკვე კინოფესტივალზე იყო და ვეღარაფერს მოიმოქმედებდნენ“, – ამბობს რეჟისორი ჯაფარ პანაჰი.

და ახლა რა მოხდება,როცა მსახიობები და რეჟისორი ქვეყანაში დაბრუნდებიან?

„რა მოხდება, როცა ირანში დავბრუნდებით? არ ვიცი. რადგან ასეთი გამოცდილება არასდროს მქონია. მაგრამ სინამდვილეში, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. სიმართლეა, რომ როგორც კი ფილმი კანის კინოფესტივალისთვის შეირჩა, ჩვენ ზეწოლის ქვეშ ვიყავით,  გვემუქრებოდნენ. თავიდან ძალიან მეშინოდა. ჩემი ოჯახის გამო ვნერვიულობდი…. მაგრამ მაინც მგონია, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ვიტყვი, რომ ეს ამად ღირდა“, – ამბობს მსახიობი ჰადის პაკბათენი.

კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ ფილმის საერთაშორისო საზოგადოებისთვის ჩვენება მართლაც ღირდა ამდენ დაბრკოლებად.

ნამუშევარი ჰყვება სახელმწიფო ძალადობისა და შურისძიების შესახებ, იმაზე თუ რა ტკივილს აყენებს ტირანია ადამიანს, რომელიც თითქოს ყოველდღიურ ნორმად იქცევა. ეს არის სატირის, შავი კომედიისა და საშინელებათა ჟანრის ნაზავი. როგორ იქცევა ტრაგედია კომედიად და შემდეგ პირიქით.

არავინ იცის შეძლებს თუ არა ირანელი მაყურებელი ამ ფილმის ნახვას. და არც ის, თუ რა ელის რეჟისორს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ.

მიუხედავად ყველაფრისა, მისი განწყობა იმედიანია:

„როგორც კი აქ ჩემს სამუშაოს დავასრულებ, ირანში დავბრუნდები. და იმ დღეს, როცა მე იქ ჩავალ, საკუთარ თავს ვკითხავ, რა იქნება ჩემი შემდეგი ფილმი?“- თქვა რეჟისორმა ჯაფარ პანაჰმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend