საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე წელს პირველად იასპარეზებს.
შეჯიბრება 13 ივნისს დაიწყება. მნიშვნელოვან ტურნირზე დებიუტისათვის ქართველი ქალი მორაგბეები აქტიურად ემზადებიან და საერთაშორისო შეჯიბრებებზე ასპარეზობენ.
გერმანიის ქალაქ ბონში გამართულ ტურნირზე ჯაბა მალაღურაძის გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა, 24-25 მაისს კი გუნდი საფრანგეთში 7-ქალა ტურის ტრადიციულ ტურნირში ჩაერთვება.
ამ და სხვა თემების შესახებ 7-ქალას კაპიტანი თეონა ჩიტაიშვილი „ევრონიუს ჯორჯიას” ესაუბრა.