კატეგორიები

კიევის მცხოვრებლები სამშვიდობო ძალისხმევას ეხმაურებიან

კიევის მცხოვრებლები სამშვიდობო ძალისხმევას ეხმაურებიან

კიევის მცხოვრებლებს არ აქვთ იმედი, რომ რუსეთთან მშვიდობის დამყარება შესაძლებელია. როგორც ცნობილია, თურქეთში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართა როგორც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, ისე უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ახლა მშვიდობა შეუძლებელია, ეს მხოლოდ  იმ შემთხვევაში მოხდება, როცა მათ ტყვია-წამალი და ცოცხალი ძალა გამოელევათ. ამჯერად ისინი ბრძოლისთვის არიან მზად. შემოდგომისთვის კიდევ შესაძლებელია მშვიდობაზე საუბარი.  მათი აზრით, პუტინი ცბიერი და თავხედი ადამიანია. იგი შეგნებულად წელავს დროს. მას უფრო მეტი მიწის მიტაცება სურს, მეტი ტერიტორია სჭირდება. ამიტომ ანადგურებს ყველაფერს.  ატყუებს მთელ მსოფლიოს. მან იცის, როგორ ესაუბროს ტრამპს. აშშ-ის პრეზიდენტიც მხოლოდ ტელეფონით საუბრით ცდილობს პრობლემის მოგვარებას. ის დაემუქრა პუტინსაც და ზელენსკისაც, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ შეხვდება მათ.  ეს ყველაფერი უკრაინის მცხოვრებთ უაზრობად მიაჩნიათ.

უკრაინამ წარადგინა ყოვლისმომცველი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება, რომელიც მოსკოვმა უარყო გარკვეული პირობების წამოყენებით, შემდეგ ზელენსკიმ პირისპირ შეხვედრაც შესთავაზა რუსეთის პრეზიდენტს, რაზეც იგი არ დათანხმდა.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამშვიდობო ძალისხმევაში აუცილებელი იყო მისი პირადი ჩართულობა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, რუსეთი და უკრაინა აუცილებლად დაიწყებენ მოლაპარაკებებს,  თუმცა ზუსტი დრო, ადგილი და ფორმატი ჯერჯერობით გაურკვეველია.

შესაბამისად, უკრაინელების განწყობა ცეცხლის შეწყვეტასა და ხანგრძლივ მშვიდობასთან დაკავშირებით კვლავ პესიმისტურია.

Related news
უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ
სხვა ამბები