ადამიანის პაპილომავირუსი არის ვირუსი, რომელიც კანის ან სხვა ლორწოვანი გარსების ინფიცირებას ახდენს. მისი 200-ზე მეტი ტიპი არსებობს. თითოეულ მათგანს საკუთარი ნომერი აქვს.
პაპილომავირუსის გარკვეული ტიპები, რომლებიც მაღალი რისკის კატეგორიას მიეკუთვნება, სქესობრივი გზით გადაეცემა. შესაძლოა, მათ საშვილოსნოს ყელისა და სხვა სახის სიმსივნეები გამოიწვიონ.
საშვილოსნოს ყელის კიბოს 10 შემთხვევიდან 7 სწორედ ადამიანის პაპილომავირუსის 16 ან 18 ტიპებით არის განპირობებული. ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ჯანმოს საქართველოს ოფისის იმუნიზაციის სპეციალისტმა დავით რამინაშვილმა ისაუბრა.