იმედია, სადაც არ უნდა იყოთ, კარგი ამინდია, მზეც ანათებს და შესანიშნავი საკვები, ხელოვნება, დისკო და ყვავილების შოუ გიხმობთ… ყველაზე მეტად ალბათ ტომ კრუზის ნახვა გაინტერესებთ. იგი თვითმფრინავის ფრთაზე თავდაყირა ეკიდება ფილმში „შეუსრულებელი მისია: საბოლოო ანგარიშსწორება“.
თუ ჯერ ისევ გასული კვირის მოვლენებს ეცნობით, გადახედეთ უახლეს კულტურულ მიმოხილვას, რომელშიც ჩვენი კინოკრიტიკოსი დევიდ მურიკუანდი და რედაქტორი ტოკუნბო სალაკო Pink Floyd-ის 1971 წლის ლეგენდარული ცოცხალი ჩანაწერის ვინილის გამოცემის, ფილმის Partir un Jour და უახლესი „საბოლოო დანიშნულების ადგილის“ ბოლო ეპიზოდის შესახებ გვესაუბრებიან.
გამოფენები
პრესტიჟული რესტორნების წყალობით, რომელთა შორისაცაა Noma, სკანდინავიური სამზარეულო 2000-იანი წლების შუა პერიოდში განვითარდა და ევროპის კულინარიული ლანდშაფტი შეცვალა. რესტორნებში, რომელთათვისაც მინიმალიზმია მნიშვნელოვანი, მხოლოდ ახალ, სეზონურ ინგრედიენტებს იყენებენ, რამაც, თავის მხრივ, განსაზღვრა სკანდინავიური ესთეტიკა.
ოსლოს ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში გამართული გამოფენა სწორედ ამ მოძრაობის კულტურულ ფესვებს იკვლევს. აქ წარმოდგენილია თანამედროვე მხატვრების მიერ შესრულებული 500-ზე მეტი ნამუშევარი და ცნობილი სკანდინავიური რესტორნების ფოტოები. გამოფენა 23 მაისს დაიწყება და 14 სექტემბრამდე გაგრძელდება.
Karl Stengel’s debut solo UK show
უნგრელი კარლ შტენგელი ომის შემდგომი პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი, თუმცა ყურადღების მიღმა დარჩენილი მხატვარი იყო. მისი დაბადებიდან 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად მთელ კონტინენტზე – ფლორენციიდან დაწყებული ლონდონით დასრულებული – სხვადასხვა გამოფენა ეწყობა. მისი ნამუშევრების გამოფენა დიდ ბრიტანეთში პირველად იმართება. დამთვალიერებელს ეძლევა შესაძლებლობა, გაეცნოს მხატვრის შემოქმედებას. აქ წარმოდგენილია 24 ნახატი, ქაღალდზე შესრულებული ნამუშევრები და შერეული კომპოზიციები, რომლებიც 1970-იანი წლებიდან 2010 წლამდე პერიოდს მოიცავს. გამოფენა ლონდონში ოქსო თაუერში 21 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით გაიმართება.
Disco: I’m Coming Out
საფრანგეთში კი, კერძოდ პარიზის ფილარმონიაში, 17 აგვისტომდე საცეკვაო მუსიკის ჟანრ დისკოსთან დაკავშირებული გამოფენა იმართება. 80-იან წლებში ამერიკაში ხშირი იყო ცისარტყელას ფერებში განათებული საცეკვაო მოედნები. შესაძლოა, დისკოს ენერგია ჩაცხრა, თუმცა თანამედროვე კულტურაში მაინც იგრძნობა, განსაკუთრებით იმ დარბაზებში, სადაც ლგბტქ+ თემის წარმომადგენლები იკრიბებიან. პარიზის ფილარმონიული ორკესტრი სწორედ ამ ენერგიას შეგვაგრძნობინებს.
ღონისძიებები
ჩელსის ყვავილების ფესტივალი
ლონდონში, ჩელსის სამეფო ჰოსპიტლის ტერიტორიაზე, ყვავილების ფესტივალის ფარგლებში ფერადი ღონისძიება ეწყობა. ეს არის ყვავილების, ბაღის უახლესი დიზაინისა და პროდუქტების მდიდრული ჩვენება, რომელსაც სამეფო ოჯახის წევრებიც სიამოვნებით ესწრებიან. წლევანდელი თემაა: „შენი სივრცე, შენი ისტორია“, აქ ბაღი არის სივრცე, სადაც ადამიანს თვითგამოხატვის შესაძლებლობა აქვს, ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება მდგრადი განვითარების სტრატეგიას.
ფილმები
Mission: Impossible – The Final Reckoning
.
დიდი ბრიტანეთის კინოთეატრებში 21 მაისს „შეუსრულებელი მისიის” ფილმების სერიის უახლესი ეპიზოდის ჩვენება გაიმართება. მისი პრემიერა გასულ კვირას კანის კინოფესტივალზე შედგა. ფილმში ტომ კრუზი საიდუმლო აგენტის, ითან ჰანტის, როლში ბრუნდება. ამჯერად იგი მსოფლიოს გადარჩენას ხელოვნური ინტელექტისგან – „ენტიტისგან“ ცდილობს. როგორც ყოველთვის, თქვენ გელით უამრავი აღმაფრთოვანებელი ტრიუკი და ბლოკბასტერული სანახაობა.
კანის კინოფესტივალი

უკვე მეორე კვირაა, კანის კინოფესტივალი მიმდინარეობს და ბევრი საინტერესო რამის ნახვაა შესაძლებელი, მათ შორის კელი რაიხარდტის „შემოქმედისა“ და ჟულია დიუკურნოს „ალფას“ პრემიერა. ფესტივალზე სხვა ფილმებიც აჩვენეს, მათ შორის ლინ რემსის „მოკვდი, ჩემო სიყვარულო“ და უეს ანდერსონის „ფინიკიური სქემა“. გთავაზობთ პროგრამის სრულ მიმოხილვას, რომელშიც შეიტყობთ ბოლო 25 წლის განმავლობაში „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელების შესახებ. კანის კინოფესტივალი 24 მაისამდე გასტანს.
სერიალები
Rick and Morty season 8
.
მაქსზე კი რიკი და მორტი მერვე სეზონით ბრუნდებიან. კომედიური აბსურდულობისა და ბნელი ფილოსოფიური ელფერების გამო პოპულარულმა შოუმ შექმნა ერთგვარი კულტი, რომლის მიმდევართა რიცხვიც არ შემცირებულა, მიუხედავად იმისა, რომ მისი თანაშემქმნელი და მთავარი გმირი ჯასტინ როილანდი 2023 წელს სერიალიდან გაათავისუფლეს. სერიალს ამჟამად 10-სეზონიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული, შესაბამისად, ის თავს ხშირად შეგვახსენებს.
მუსიკა
.
სანამ Chappell Roan „თქვენი საყვარელი არტისტის“ ტიტულს მოიპოვებდა, ეს წოდება Sparks-ს ჰქონდა. 50-წლიანი კარიერის განმავლობაში ამერიკული ჯგუფი პოპსამყაროს კულტად რჩებოდა თავისი ხალისიანი ექსპერიმენტებით. ახლა კი ისინი კვლავ გამოჩნდნენ. „Mad!“ მათი 28-ე სტუდიური ალბომია, რომელშიც შესულია ისეთი სასიამოვნო ჰანგები, როგორიცაა „My Devotion“. ჯგუფი არ წყვეტს განვითარებას.
P.S.: მათ, ვისაც სურს, უფრო მეტი გაიგოს ჯგუფის შესახებ, გირჩევთ უყუროთ ედგარ რაითის 2021 წლის დოკუმენტურ ფილმს The Sparks Brothers!