მთავარიევროპაუკრაინა„როდის დავასრულებთ ამას ვლადიმერ?”- ჰკითხა ტრამპმა პუტინს სატელეფონო საუბრისას

„როდის დავასრულებთ ამას ვლადიმერ?”- ჰკითხა ტრამპმა პუტინს სატელეფონო საუბრისას

თვეები გავიდა მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ უკრაინაში ომს დაასრულებდა და ის ამ დრომდე ინარჩუნებს ოპტიმიზმს.

მართალია ომის დასრულების გზებზე ხანდახან მისი განცხადებები ურთიერთსაწინააღმდეგოა, თუმცა მშვიდობის დამყარების იმედს არ კარგავს.

გასულ კვირას ამერიკის პრეზიდენტმა თქვა რომ არაფერი გამოვიდოდა სანამ პუტინს არ შეხვდებოდა. 19 მაისს ვლადიმერ პუტინთან ხანგრძლივი საუბრის შემდეგ  კი თქვა, რომ რომის პაპის შუამავლობა არაჩვეულებრივი იდეაა.

ტრამპმა პუტინთან საუბრის სხვა დეტალებზეც ისაუბრა:

“მე მას ვუთხარი: როდის ვაპირებთ ამის დასრულებას, ვლადიმერ? მე მას უკვე დიდი ხანია ვიცნობ. ვუთხარი: როდის დავასრულებთ ამ სისხლისღვრას, ამ სისხლის აბაზანას? ეს სისხლის აბაზანაა და მჯერა, რომ პუტინს ამის დასრულება სურს“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.

დონალდ ტრამპის მსგავსი პოზიცია   აშკარაა, რომ შეშფოთებას იწვევს კიევში. უკრაინაში არც ამერიკის პრეზიდენტის განცხადებები მოსწონთ, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის ხან ვაჭარს, ხან კი მესამე მსოფლიო ომთან მოთამაშეს უწოდებს.

ამასთან ვაშინგტონიდან ისმის გზავნილები მოლაპარაკებების პროცესიდან გასვლის თაობაზე. ეს კი შესაძლოა იმასაც ნიშნავდეს, რომ შტატები შეწყვეტს უკრაინის სამხედრო დახმარებას და არა მხოლოდ.

სწორედ ამიტომ ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობს ფრთხილი განცხადებები გააკეთოს, თუმცა იმეორებს, რომ მოლაპარაკებებში არსებობს წითელი ხაზები:

„ჩვენი ტერიტორიიდან ჯარებს არავინ გაიყვანს. ეს ჩემი კონსტიტუციური მოვალეობაა, ჩვენი სამხედროების მოვალეობაა დაიცვან უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

„თუ რუსეთი პირობას გვიყენებს გავიყვანოთ ჯარები ჩვენი მიწიდან, ეს ნიშნავს, რომ მათ ცეცხლის შეწყვეტა და ომის დასრულება არ სურთ, რადგან აშკარად ესმით, რომ უკრაინა ამ პირობას არ შეასრულებს“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

რუსეთი ამ ყველაფერს ითხოვს. მოსკოვს სურს, რომ უკრაინამ საკუთარი ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს. აქვს სხვა უფრო შორსმიმავალი ამბიციებიც – როგორც კიევში ამბობენ არარეალისტური და მიუღებელი.

სწორედ ამიტომ, ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ ძალიან ადრეა ტრამპმა ომის დასრულება შეძლოს, თუმცა მისი დახმარებით შესაძლოა პუტინი და ზელენსკი მართლაც შეხვდნენ: ვატიკანში, სტამბოლში ან ჟენევაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend