კატეგორიები

მუზეუმის საერთაშორისო დღე

მუზეუმის საერთაშორისო დღე
„მუზეუმების მომავალი სწრაფად ცვალებად საზოგადოებებში“- მუზეუმის საერთაშორისო დღის წლევანდელი თემა გლობალურ გამოწვევებს ეპასუხება და ხაზს უსვამს მუზეუმების შესაძლებლობებსა და პასუხისმგებლობას სოციალურ, ტექნოლოგიურ და ეკოლოგიურ ცვლილებებთან მიმართებით.

მუზეუმის საერთაშორისო დღე 1977 წელს დაწესდა და ის ყოველწლიურად 18 მაისს აღინიშნება საზოგადოების განვითარებაში მუზეუმის როლის გაცნობიერების მიზნით.

საქართველოს მუზეუმების უმრავლესობა წელსაც უერთდება მუზეუმის დღეს და 18-25 მაისს ჩათვლით კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებას სთავაზობს მუზეუმების სტუმრებს.

ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ICOM საქართველოს თავმჯდომარემ ლანა ქარაიამ ისაუბრა.

Related news
ინოვაციის კონკურსი დარგობრივი უნარები
სხვა ამბები