კატეგორიები

ფრიდრიხ მერცი: „ევროპა მოსკოვზე ზეწოლას სანქციების მეშვეობით გააძლიერებს“

ფრიდრიხ მერცი: „ევროპა მოსკოვზე ზეწოლას სანქციების მეშვეობით გააძლიერებს“
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერციც. მან განცხადება სოციალურ პლატფორმა X-ზე გაავრცელა.

“ევროპა და ამერიკა ამ საკითხზე ერთ პოზიციაზე არიან: ჩვენ უკრაინას ცეცხლის შეწყვეტის გზაზე მტკიცედ დავუჭერთ მხარს. ევროპა მოსკოვზე ზეწოლას სანქციების მეშვეობით გააძლიერებს. ამის შესახებ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ შევთანხმდით”, – ნათქვამია ფრიდრიხ მერცის განცხადებაში.

19 მაისს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის თითქმის ორსაათიანი სატელეფონო საუბარი შედგა. მხარეებმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დასრულების გზებზე ისაუბრეს.

დაკავშირებული ამბები
უკრაინა რუსეთს 9 მაისის ზავის პირობებზე უარით პასუხობს 90 მილიარდი ევროს სესხის ფარგლებში, წელს უკრაინა ევროკავშირისგან 45 მილიარდ ევროს მიიღებს
სხვა ამბები