მთავარიაზიაღაზაათასობით პალესტინელმა იძულებით დატოვა ხან-იუნისი

ათასობით პალესტინელმა იძულებით დატოვა ხან-იუნისი

ათასობით პალესტინელმა ღაზის სექტორის ქალაქ ხან-იუნისი დატოვა. ისრაელმა გასულ უქმეებზე ღაზაში სახმელეთო და საჰაერო ოპერაციების მორიგი ტალღა წამოიწყო. ამჯერად ევაკუაციის ბრძანება გაიცა ქალაქ ხან-იუნისში, რომელიც ნანგრევებად არის ქცეული.

ნოჰა აბუ რედას რამდენჯერმე მოუწია საცხოვრებელი სახლის დატოვება. იძულებით წამოვიდა ჯერ რაფაჰიდან, შემდეგ ალ-აქსას უნივერსიტეტიდან, რამიდიდან, ხუზიდან. ლტოლვილები ომის შეწყვეტას ითხოვენ.

ბავშვები მშობლებთან ერთად ხელჩაკიდებული მოდიოდნენ, თან მოჰქონდათ აუცილებელი ნივთები. ხალხი ბრაზს ვერ მალავდა.

იძულებით გადაადგილებულებს არ აქვთ წასასვლელი. მათ სურთ, დასრულდეს ტანჯვა, რომელიც ფიზიკურად და მორალურად ანადგურებს მათ. თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს გარდაცვლილი ახლობელი, დაჭრილი მაინც. თითოეული მათგანი ღმერთს სთხოვს, სამაგიერო გადაუხადოს მათ, ვინც ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო ისინი.

ევაკუაცია მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ღაზაში პირველადი დახმარებით დატვირთული რამდენიმე სატვირთო მანქანა შევიდა.  როგორც ცნობილია, ისრაელმა რეგიონში რამდენიმე თვით აკრძალა საკვების, მედიკამენტებისა და სხვა მარაგის მიწოდება.

დახმარების მიწოდებაზე პასუხისმგებელი ისრაელის თავდაცვის ორგანოს, COGAT-ის ცნობით, ხუთი სატვირთო, რომლებსაც ბავშვთა საკვები და სხვა საჭირო დახმარება გადაჰქონდა, ქერემ შალომის გადასასვლელით შევიდა.

გაერო ამ ნაბიჯს დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს,  რომ გაცილებით მეტი დახმარებაა საჭირო.

სურსათის უსაფრთხოების ექსპერტებმა გასულ კვირას ღაზაში შიმშილის საფრთხის შესახებ ისაუბრეს.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დროს ღაზის სექტორში ყოველდღიურად  დახმარებით სავსე 600-ზე მეტი სატვირთო მანქანა შედიოდა. თუმცა ისრაელმა მარტში ეს შეთანხმება გააუქმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend