კატეგორიები

„საჭიროა რუსეთზე ზეწოლა იქამდე, ვიდრე ომის დასრულებას არ მოისურვებს” – ზელენსკი

„საჭიროა რუსეთზე ზეწოლა იქამდე, ვიდრე ომის დასრულებას არ მოისურვებს” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გუშინ რომში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსსა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ მათ სტამბოლის მოლაპარაკებები განიხილეს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა ჩაერთოს ნებისმიერ რეალურ დიპლომატიურ პროცესში და მიაღწიოს ცეცხლის სრულ შეწყვეტას რაც შეიძლება მალე. შეხვედრის დროს მათ აგრეთვე განიხილეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები.

“საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლა იქამდე, ვიდრე ისინი ომის შეჩერებას არ მოისურვებენ”, – ნათქვამია ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაში.

დაკავშირებული ამბები
უკრაინა ტერიტორიული საკითხების განხილვას მხოლოდ ლიდერების დონეზე აპირებს სამშვიდობო მოლაპარაკებების მოლოდინში - რუსეთმა უკრაინის ოლქები ისევ დაბომბა
სხვა ამბები