„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ – ასე ეწოდება კონცერტების სერიას, რომლებიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში გაიმართება. მისი მიზანია ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსების გაერთიანება.
პირველი კონცერტი 15 მაისს თბილისში ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩატარდა. „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების” ფარგლებში კონცერტები მთელი წლის განმავლობაშია დაგეგმილი თელავში, ქუთაისში, ბორჯომში, ბათუმსა და სენაკში. პროექტის დასკვნითი საღამო თბილისში კონსერვატორიაში 5 დეკემბერს გაიმართება.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ქართული კლასიკური მუსიკის სერიების დამფუძნებელმა თამარ ლიჩელმა ისაუბრა.
