კატეგორიები

აშშ-ში ტორნადოს 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

აშშ-ში ტორნადოს 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ამერიკის შეერთებული შტატების შუა და სამხრეთ ნაწილებში ტორნადომ ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ასობით სახლი განადგურდა. დაზარალებულები დროებით საცხოვრებლებს ეძებენ.

ყველაზე მძიმე მდგომარეობა კენტუკის შტატში,  ლორელის ოლქშია. დადასტურებული ინფორმაციით, 18 ადამიანია დაღუპული, ათის ჯანმრთელობის მდგომარეობა  კი კრიტიკულად მძიმეა. ასობით სახლია დაზიანებული, განადგურებულია ინფრასტრუქტურა.

გუბერნატორმა ენდი ბეშირმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. რეგიონში ჩაკეტილია გზები, რომელთა გახსნას შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს. მისივე თქმით, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

გარდა ამისა, ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, არსებობს წყალდიდობის საფრთხე, მოსახლეობა გააფრთხილეს ტეხასის, ოკლაჰომის, არკანზასისა და სხვა სამხრეთ შტატების ზოგიერთ ნაწილში.

აშშ-ის ხელისუფლება საგანგებო სამაშველო ღონისძიებებს ატარებს, თუმცა სტიქიის მასშტაბურობიდან გამომდინარე, პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს.

კენტუკისა და მისურის შტატებში კი გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, მაშველები შენობების ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ.

როგორც ვარაუდობენ, მომდევნო ორი დღის განმავლობაში ცენტრალურ აშშ-ში ისევ ცუდი ამინდი იქნება. ძლიერ ქარს და სეტყვას ელიან სამხრეთ ოკლაჰომასა და ტეხასშიც.

 

Related news
მშვიდობის სურვილი და ომის მუქარა – დონალდ ტრამპის გამოსვლა კონგრესში ლიკვიდირებულია პირი, რომელმაც დონალდ ტრამპის ფლორიდას რეზიდენციაში შეაღწია
სხვა ამბები