კატეგორიები

ხელოვნური ინტელექტი – საფრთხე თუ შესაძლებლობა

ხელოვნური ინტელექტი – საფრთხე თუ შესაძლებლობა

გაეროს განვითარების პროგრამის „ადამიანის განვითარების გლობალური ანგარიშის” მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე თავის დროზე ეს კომპიუტერებისა და ინტერნეტის გავრცელების შემთხვევაში მოხდა.

გაეროს განვითარების პროგრამის შეფასებით, მსოფლიოში არსებული უთანასწორობა ერთ-ერთი საფრთხეა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სწრაფ გავრცელებას უკავშირდება.

მნიშვნელოვანია ავაშენოთ ისეთი ეკონომიკური სისტემა, რომელშიც ადამიანს ტექნოლოგიასთან კონკურენცია კი არ მოუწევს, არამედ პირიქით, შეძლებს ხელოვნურ ინტელექტთან თანამშრომლობასა და სრულად გამოიყენებს მის შესაძლებლობებს.

ხელოვნური ინტელექტი – საფრთხე თუ შესაძლებლობა? ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში გაეროს განვითარების პროგრამის მრჩეველმა ციფრული განვითარების საკითხებში, სესილი ვერძაძემ ისაუბრა.

Related news
ინოვაციის კონკურსი დარგობრივი უნარები
სხვა ამბები