მსოფლიო ყურადღებით აკვირდება, თუ რა შედეგით დასრულდება უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის დაგეგმილი შეხვედრა სტამბოლში.
რა გზავნილია სამშვიდობო მოლაპარაკებებზე რუსეთის მხრიდან “დაბალი რანგის” დელეგაციის გაგზავნა, როგორია თურქეთის როლი ამ პროცესში, ყალიბდება თუ არა რეგიონულ ცენტრად სტამბოლი და არსებობს თუ არა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი – ამ თემებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი შოთა კაკაბაძე საუბრობს.
