ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთის არმიას ყოველთვიურად 60 000 მდე ადამიანი ნებაყოფლობით უერთდება.
ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ბიზნესის წარმომადგენლებსა და სახელმწიფო მოხელეებთან შეხვედრაზე გააკეთა და პარალელი გაავლო უკრაინასთან, სადაც მისი თქმით, ხალხი არმიაში ძალის გამოყენებით მიჰყავთ.
„მაშინ, როდესაც კიევის ხელისუფლება იძულებით მობილიზაციას ახდებს და ქუჩაში ხალხს მაწანწალა ძაღლებივით იჭერს, აქ ჩვენი ბიჭები ნებაყოფლობით მოდიან, ისინი თავისით მოდიან. ისინი 30 000 ადამიანს იჭერენ, ჩვენთან კი ყოველთვიურად 50-60 000 ადამიანი მოდის ნებაყოფლობით, მათ შორის თქვენი დასაქმებულებიც”, – თქვა პუტინმა.
ევრონიუსს და არაერთ საერთაშორისო მედიას მრავალი რეპორტაჟი მოუმზადებია იმის თაობაზე, თუ როგორ გზავნიან ფრონტის ხაზებზე რუსეთში იძულებით ჯარისკაცებს, მათ შორის პატიმრებს, დაჭრილებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. ასევე არსებობს უამრავი ცნობა იმის თაობაზე, რომ უცხოეთის ბევრი მოქალაქე მოტყუებით აღმოჩნდა ფრონტის ხაზზე. არაერთმა მათგანმა თქვა, რომ მათ ორი არჩევანი ჰქონდათ, ომში წასვლა ან რუსეთის ციხე.