არგენტინაში კუნძულ ტიგრეს მოსახლეობას შინაური ცხოველების სამკურნალოდ ქალაქში წაყვანა აღარ უწევს. ადგილობრივი ვეტერინარი შინაურ ცხოველებს ნავით ადგილზე აკითხავს.
არგენტინელმა ვეტერინარმა ლეილა პელუსომ კუნძულ ტიგრეს მცხოვრებთ შინაურ ცხოველებზე ზრუნვა გაუადვილა. ამ კუნძულზე ქუჩების ნაცვლად მდინარეები მოედინება და ადგილობრივები ნავებით გადაადგილდებიან. უჩვეულო პაციენტებთან მისვლა რომ შესძლებოდა, ლეილამ კატარღაზე მოაწყო მცურავი ვეტკლინიკა, რომელსაც სულ თან დააქვს აფთიაქი, ექოსკოპიური აპარატი და ქირურგიული ჩარევისთვის საჭირო საოპერაციო იარაღები.
ავტორები: შარიფა ფადილა ალშაჰაბი და სუხინ კინტანა