პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ რომ საფრანგეთს არ სურს „მესამე მსოფლიო ომის“ გაჩაღება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ყველანაირად უნდა დაეხმარონ უკრაინას, რათა ქვეყანა მოლაპარაკებების პროცესში საუკეთესო პოზიციაში იმყოფებოდეს.
ვრცელ სატელევიზიო ინტერვიუში ემანუელ მაკრონმა თითქმის სამი საათი ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც საფრანგეთი დგას. მათ შორის ევროპულ თავდაცვაზე, ქვეყნის უსაფრთხოებაზე და, რა თქმა უნდა, უკრაინაზე. მან თქვა, რომ რუსეთს სანქციები დაუწესდება იმ შემთხვევაში, თუ კრემლი არ დასთანხმდება უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. მისი განმარტებით, ახალი პაკეტი აშშ-სთან ერთად მზადდება.
.
ამასთან, ემანუელ მაკრონმა ე.წ. ბირთვულ ქოლგაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მზადაა, ევროპის ქვეყნებში განალაგოს ბირთვული იარაღით აღჭურვილი საბრძოლო თვითმფრინავები.
„ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ ეს დისკუსია. ჩარჩოს ძალიან კონკრეტულად განვსაზღვრავ მომდევნო კვირებსა და თვეებში“, – თქვა მან.