კატეგორიები

ევროპის საბჭომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნა დაიწყო

ევროპის საბჭომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნა დაიწყო
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნა დაიწყო.

როგორც ევროპის საბჭოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დაადასტურა ურყევი ერთგულება უკრაინისთვის სამართლიანობის და რეკონსტრუქციის გზაზე – აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პროცესის დაწყებით.

ლუქსემბურგში გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაზე, მინისტრებმა გენერალურ მდივან ალენ ბერსეს დაავალეს ევროსაბჭოს ფარგლებში, აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პროცესის ხელმძღვანელობა, უკრაინასთან შეთანხმების საფუძველზე.

დაკავშირებული ამბები
უკრაინა ტერიტორიული საკითხების განხილვას მხოლოდ ლიდერების დონეზე აპირებს სამშვიდობო მოლაპარაკებების მოლოდინში - რუსეთმა უკრაინის ოლქები ისევ დაბომბა
სხვა ამბები