მთავარიამერიკააშშაშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სირიის ახალ მთავრობას სანქციებს გაუუქმებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სირიის ახალ მთავრობას სანქციებს გაუუქმებს

საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან შეხვედრის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში იმყოფება, ამბობს, რომ სირიის ახალ მთავრობასთან ურთიერთობების დალაგებასა და სანქციების მოხსნას დაიწყებს.

დონალდ ტრამპს სურს, ქვეყანას მშვიდობის შანსი მისცეს და იმედს გამოთქვამს, რომ სირიის ახალი მთავრობა თვალსაჩინო შედეგებს მიაღწევს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სირიის ახალ მთავრობასთან ურთიერთობის ნორმალიზებასა და სანქციების მოხსნას გეგმავს. როგორც თავად ამბობს, ეს გადაწყვეტილება საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, სანქციები იყო სასტიკი და დამანგრეველი, მაგრამ მიუხედავად ამისა, იმ დროისთვის მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა. ახლა კი სირიელების დრო დადგა, რომ გაიბრწყინონ. ამიტომ აშშ ყველა სანქციას ხსნის. ხალხის, მათი შემართებისა და რასაც იგი ისმენს, იმის გათვალისწინებით, წარმატებას უსურვებს სირიას და იმედი აქვს, რომ აჩვენებენ რამე განსაკუთრებულს, როგორც ეს, მაგალითად, საუდის არაბეთში მოხდა.

სირიის ახალი პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარა უსმენს ემანუელ მაკრონს პრესკონფერენციაზე, რომელიც მათი შეხვედრის შემდეგ გაიმართა Copyright Stephanie Lecocq/Pool via AP

კომენტარებში აშკარად იგრძნობოდა ტრამპის შეცვლილი დამოკიდებულება სირიის ახალი პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარას, მიმართ.  შეერთებული შტატების პრეზიდენტი საუდის არაბეთში შესაძლოა შეხვდეს კიდეც ალ-შარას და ეს იქნება ამერიკის პრეზიდენტის პირველი შეხვედრა სირიის ლიდერთან მას შემდეგ, რაც 2000 წელს ჰაფეზ ასადი ჟენევაში ბილ კლინტონს შეხვდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend