კატეგორიები

სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში

სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში
კარგად მოემზადეთ, რადგან ამ კვირის პროგრამა საკმაოდ დატვირთულია!

მართალია, ამჯერად ყურადღების ცენტრში მნიშვნელოვანი ღონისძიებები – ევროვიზია და კანის კინოფესტივალია, თუმცა ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ გამოვიდა ახალი სამეცნიერო-ფანტასტიკური სერიალი. მასში მონაწილეობს ბოტი, რომელსაც საპნის ოპერები უყვარს; ასევე დიდ ეკრანზე ბრუნდება „Final Destination Bloodlines“ და იმართება გამოფენა, რომელიც მაღალი მოდის სულისჩამდგმელის საოცარ ისტორიას ეხება.

ასევე იხილეთ ჩვენი უახლესი ვიდეო, რომელშიც ევრონიუსის კულტურის მიმომხილველი დევიდ მურიკუანდი და რედაქტორი ტოკუნბო სალაკო Met Gala-სა  და კანის კინოფესტივალზე წარდგენილ კინორეჟისორზე საუბრობენ.

გამოფენები

Worth. Inventing haute couture

მაღალი მოდის სტილი, პოდიუმი და ტანსაცმელზე დატანილი იარლიყი  — ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, არ იარსებებდა ჩარლზ ფრედერიკ უორტის გარეშე. ინგლისელმა  დიზაინერმა House of Worth 1900-იანი წლების ბოლოს დააარსა. მას დიდი წვლილი მიუძღვის პარიზის მოდის განვითარებაში, ცოცხალი მოდელები, კოლექციების ჩვენება ერთგვარი რევოლუცია იყო პარიზის კულტურის ისტორიაში. ამ მემკვიდრეობას გაეცნობით Palais Galliera-ისა და Petit Palais-ის ერთობლივ გამოფენაზე, სადაც მოდის სახლის 400-ზე მეტი ნამუშევარია წარმოდგენილი. გამოფენა პარიზში მიმდინარე წლის 25 სექტემბრამდე გასტანს.

Bob Dylan: Point Blank

ოსკარზე წარდგენილმა ფილმმა A Complete Unknown  ახალგაზრდა თაობაში  ბობ დილანის მიმართ ყურადღება კვლავ გააღვივა. თუმცა ნობელის პრემიის ლაურეატი ფოლკლეგენდა არასდროს გასცდენია კულტურულ საზღვრებს. მუსიკალური მიღწევების გარდა, დილანი ასევე შესანიშნავი მხატვარია, რომლის ნამუშევრებიც მთელ მსოფლიოშია გამოფენილი. გამოფენაზე მისი  97 ნახატია წარმოდგენილი. ლეგენდარული მუსიკოსის გამოფენა ლონდონში, ჰალკიონის გალერეაში, 2025 წლის 6 ივლისამდე გაგრძელდება.

ღონისძიებები

ევროვიზია

მოემზადეთ, რადგან წლის ყველაზე სადღესასწაულო ღამე ახლოვდება. მას შემდეგ, რაც გასულ წელს 25 წლის ნემომ  შვეიცარიის სახელით გაიმარჯვა, ჩვენ ბაზელში გავემგზავრეთ, სადაც მსმენელის წინაშე 26 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგება.

კონკურსი კვლავ საკამათო თემა გახდა – ევროვიზიის 72 ყოფილი კონკურსანტმა ხელი მოაწერა დოკუმენტს,  რომლითაც ითხოვენ, რომ ისრაელსა და მის ეროვნულ მაუწყებელს KAN-ის ღონისძიებაზე მონაწილეობა აეკრძალოთ.

თქვენც გაგვიზიარეთ, ვის გულშემატკივრობთ. ღონისძიება ბაზელში 17 მაისს გაიმართება.

ლონდონის ყავის ფესტივალი

ამ ყოველწლიურ ფესტივალზე ბევრი საინტერესო რამ ხდება. ყავის ექსპერტები და მოყვარულები ინდუსტრიაში უახლესი ინოვაციების გასაცნობად იკრიბებიან. აღმოსავლეთ ლონდონში გამართულ ფესტივალზე საოცარი ატმოსფერო სუფევს – და არა მხოლოდ იმიტომ, რომ უკლებლივ ყველას დიდი დოზით აქვს მიღებული კოფეინი. არა!  ფესტივალზე იმართება ასევე სემინარები, დისკუსიები. ეს არის სივრცე, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, გაიცნოს პროფესიონალები, გაუზიარონ ერთმანეთს შთაბეჭდილებები და დატკბნენ ცხელი ესპრესოთი.  ყავის ფესტივალი ლონდონში 15-იდან 18 მაისამდე გასტანს.

ფილმები

Final Destination: Bloodlines

დიდ ეკრანზე რუბ გოლდებერგის Final Destination-ის რიგით მეექვსე ფილმი ბრუნდება. ამჯერად ფილმი მოგვითხრობს სტუდენტ სტეფანის შესახებ, რომელიც არაერთხელ გადაურჩება სიკვდილს. როგორც რეჟისორები ზაკ ლიპოვსკი და ადამ სტაინი ამბობენ, ამ ფილმში მხოლოდ მცირე განსხვავებები შეიტანეს, მათ ძირითადი წინაპირობა გააფართოვეს. ფილმში ასევე მონაწილეობს აწგარდაცვლილი, დიდებული ტონი ტოდი, რომელიც დამკრძალავი ბიუროს აგენტის, უილიამ ბლადუორტის, როლს ასრულებს, ეს მისი ბოლო გამოჩენა იყო ეკრანზე.

კანის კინოფესტივალი 2025

კინომოყვარულებო, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. მალე დაიწყება წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გლამურული კინოღონისძიება, რომელიც მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ფილმებს, როგორებიცაა:  „შეუსრულებელი მისია – საბოლოო ანგარიშსწორება“, ჟულია დიუკურნოს დიდი ხნის ნანატრი „ალფა“, უეს ანდერსონის „ფინიკიური სქემა“, სპაიკ ლის „Highest 2 Lowest “ და სკარლეტ იოჰანსონისა და ჰარის დიკინსონის რეჟისორული დებიუტი. ფესტივალი გაიხსნება ამელი ბონინის სადებიუტო ფილმით Partir Un Jour“, რომელიც მალე გამოვა საფრანგეთის კინოთეატრებში. კანის კინოფესტივალი 13-იდან  24 მაისამდე გაგრძელდება.

სერიალები

Murderbot მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ ენატრება Severance, Apple TV+ წარმოგიდგენთ ახალ სერიალს, რომელიც დააკმაყოფილებს თქვენს ლტოლვას სამეცნიერო ფანტასტიკისადმი. ფილმი მართა უელსის წიგნების სერიაზეა დაფუძნებული და მასში მთავარ როლს ალექსანდერ სკარსშგორდი ასრულებს. იგი კიბორგია, რომელიც თავისუფალ ნებას იძენს, თუმცა ეს საიდუმლოდ უნდა შეინახოს. ასე იწყება ორმაგი ცხოვრება: დღისით საიდუმლო მისიები საშიშ პლანეტებზე, ღამით კი ტელევიზორის ყურება. და ნუ მოგატყუებთ სახელი – მკვლელი ბოტი, რომელიც თავად დაირქვა. იგი ადამიანებით არის შეპყრობილი, თუმცა მისი მიზანი არ არის მათთვის ზიანის მიყენება. უფრო მეტიც, ის სულ უფრო მეტად ეფლობა მათ სამყაროში, სანამ თავს დააღწევს მათ. სერიალის ნახვა 16 მაისიდანაა შესაძლებელი.

მუსიკა

Pink Floyd  1971 წლის ოქტომბერს პომპეის უძველესი რომაული ამფითეატრის სივრცეში წარდგა. ადრიან მაბენის მიერ დოკუმენტირებული ფილმი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ საკონცერტო ფილმად იქცა და დღემდე შესანიშნავ გამოცდილებად რჩება; ისტორიული გარემო ჟღერადობას მეტ ინტიმურობას სძენს.

ფილმი ციფრულად  4K ფორმატში გადამუშავდა.  მალე გამოვა ფირფიტა, რომელშიც ძველი სიმღერების ახალი ვერსიებია შესული. მისი ავტორი Porcupine Tree-ს ყოფილი წევრი სტივენ უილსონია.  მასში ასევე შედის კიდევ ორი სიმღერა და „A Saucerful Of Secrets“-ის აქამდე უცნობი ვრცელი ვერსია.

Related news
ლუვრის მუზეუმის დირექტორად კრისტოფ ლერიბო დაინიშნა კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში
სხვა ამბები