კატეგორიები

კანის კინოფესტივალი იწყება

კანის კინოფესტივალი იწყება
13 მაისს, კანის კინოფესტივალი იწყება. კანის 78-ე ფესტივალზე ოქროს პალმის რტოსთვის სულ 19 ფილმი იბრძოლებს.

საფრანგეთის მთავარ ფესტივალზე გაიმართება არასაკონკურსო, საკონკურსო, ღამის და საპრემიერო ჩვენებებიც. თავის ახალ ნამუშევრებს ძმები დარდენები, სპაიკ ლი, უეს ანდერსონი, არი ასტერი, ჯულია დუკურნო, ჯაფარ ფანაჰი, რიჩარდ ლინკლეიტერი, ხოაკიმ ტრიერი და მსოფლიოს სხვა ცნობილი რეჟისორები წარადგენენ. წლევანდელ ფესტივალზე წარმოდგენილია პოლიტიკური და სოციალური თემატიკის ფილმებიც, მათ შორის ნაჩვენები იქნება ირანელი დისიდენტი რეჟისორის ჯაფარ პანაჰის და უკრაინელი რეჟისორის სერგეი ლოზნიტსას ფილმები.

გახსნის ცერემონიაზე ლეგენდარულ ამერიკელ მსახიობს რობერტ დე ნიროს საპატიო პალმის რტო გადაეცემა.

რობერტ დე ნირო, რომლის მონაწილეობით ფილმები კანის კინოფესტივალზე პირველად 1976 წელს წარადგინეს, იმ იშვიათ მსახიობებს შორისაა, რომლებმაც კანის ფესტივალის გამარჯვებულ ორ ფილმში მიიღეს მონაწილეობდა. რობერტ დე ნირო მარტინ სკორსეზეს „ტაქსის მძღოლსა“ და როლანდ ჯოფეს „მისიაში“ მონაწილეობდა.

წელს კანის კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტის მოვალეობას ფრანგი მსახიობი ჟულიეტ ბინოში შეასრულებს. კანის საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარე წლის 13 მაისს დაიწყება და 25 მაისს დასრულდება.

Related news
ლუვრის მუზეუმის დირექტორად კრისტოფ ლერიბო დაინიშნა კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში
სხვა ამბები