კატეგორიები

„ჰამასმა“ ამერიკელი მძევალი ედან ალექსანდერი გაათავისუფლა

„ჰამასმა“ ამერიკელი მძევალი ედან ალექსანდერი გაათავისუფლა
ისრაელ-ამერიკელი ჯარისკაცი, რომელიც ღაზის სექტორში 19 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ტყვეობაში იმყოფებოდა ,,ჰამასმა” გაათავისუფლა.

ისრაელის სამხედროებმა დაადასტურეს, რომ 21 წლის ედან ალექსანდერი გადაეცა წითელ ჯვარს, ხოლო შემდეგ — ისრაელის ძალებს.

,,ჰამასი” ედან ალექსანდერის გათავისუფლებას დასთანხმდა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტის წინ, რომელიც 13 მაისს იწყება.

21 წლის ედან ალექსანდერი თელ-ავივში დაიბადა, მაგრამ აშშ-ში, ნიუ-ჯერსიში გაიზარდა. ის ისრაელის არმიის ქვეითთა ელიტურ ქვედანაყოფში ღაზის სექტორის მახლობლად მსახურობდა, როცა 2023 წლის ოქტომბერში ჰამასის შეიარაღებულმა ჯგუფებმა გაიტაცეს.

დაკავშირებული ამბები
ვაშინგტონი გეგმავს, ისრაელს 40 000 მძლავრი ავიაბომბი გადასცეს ისრაელის მედია წერს, რომ 7 ოქტომბრის თავდასხმამდე 10 დღით ადრე ნეთანიაჰუ მოჰამედ ბინ ზაიედმა გააფრთხილა
სხვა ამბები