კატეგორიები

დონალდ ტრამპი ელ-რიადში ჩაფრინდა

დონალდ ტრამპი ელ-რიადში ჩაფრინდა
დონალდ ტრამპი საუდის არაბეთის დედაქალაქში, ელ-რიადში ჩაფრინდა. ეს ახლო აღმოსავლეთში მისი ოთხ-დღიანი ვიზიტების დასაწყისია, რომლის ფარგლებშიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებსაც უნდა ეწვიოს.

ელ-რიადის აეროპორტში დონალდ ტრამპს პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი დახვდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცთან ერთად ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება, ღაზაში ომის დასრულება, ნავთობის ფასების დასტაბილურება და სხვა საკითხები უნდა განიხილოს.

თეთრი სახლის პრესსპიკერის, ქეროლაინ ლევიტის განცხადებით, ტრამპის ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის კავშირების განმტკიცებაზე იქნება ორიენტირებული.

Related news
ირანმა ისრაელის ქალაქებზე სარაკეტო იერიშები მიიტანა სტამბოლში ათიათასობით მოქალაქემ ექრემ იმამოღლუს ერთწლიანი პატიმრობა გააპროტესტა
სხვა ამბები