კატეგორიები

ჭარბვალიანობა საქართველოში – მოსახლეობის 62%-ს ბანკის ვალი აქვს

ჭარბვალიანობა საქართველოში – მოსახლეობის 62%-ს ბანკის ვალი აქვს
„საქართველოს მოსახლეობის 62%-ს აქტიური ვალი უფიქსირდება, სესხების 52% უზრუნველყოფილია საცხოვრებელი უძრავი ქონებით“, – ასეთია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.

ორგანიზაციის კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ მოქალაქეების მიერ აღებული სესხების მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ექსპერტები ჭარბვალიანობის კრიზისზე საუბრობენ და მიუთითებენ, რომ ეს საფრთხეს უქმნის როგორც ოჯახების, ისე ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას.

კვლევის შესახებ ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ორგანიზაციის იურისტმა, მარიამ ჯანიაშვილმა ისაუბრა.

დაკავშირებული ამბები
ინოვაციის კონკურსი დარგობრივი უნარები
სხვა ამბები