მთავარიევროპაუკრაინაზელენსკი ამბობს, რომ მზად არის პუტინთან შესახვედრად

ზელენსკი ამბობს, რომ მზად არის პუტინთან შესახვედრად

უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი, 15 მარტს თურქეთში ჩასვლას გეგმავს. იგი მზად არის, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, პირდაპირი მოლაპარაკებები გამართოს უკრაინაში ცეცხლის სრული შეწყვეტის თაობაზე.

უკრაინის პრეზიდენტი ასევე მზადყოფნას გამოთქვამს, პირადად შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.

პუტინი თავად გამოვიდა პირდაპირი მოლაპარაკებების ინიციატივით, თუმცა თავად არ დაუკონკრეტებია, ჩაერთვება თუ არა პირადად სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებში.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას, 11 მაისს განაცხადა, რომ იგი 15 მაისს თურქეთში ჩავა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების გასამართად. რუსეთის ლიდერმა მას წინაპირობების გარეშე შესთავაზა მოლაპარაკებები, თუმცა როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი, ისე ევროპელ ლიდერები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების დაწყებამდე ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელი პირობაა. ზელენსკი იმასაც ამბობს, რომ მზად არის, პირადად შეხვდეს პრეზიდენტ პუტინს.

უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მხარეები ცეცხლის სრული  შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწევენ და ამჯერად პუტინი აღარაფერს მოიმიზეზებს და უარს არ იტყვის მოლაპარაკებაზე.  მისი თქმით, უკრაინული მხარე მზად არის, ისაუბროს, რათა საბოლოოდ დასრულდეს ომი. ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებებს საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს, მათ შორი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend