მთავარიკულტურარობერტ დე ნირო კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტოს მიიღებს

რობერტ დე ნირო კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტოს მიიღებს

კანის 78-ე კინოფესტივალის გახსნის საღამოს მსახიობი რობერტ დე ნირო საპატიო ოქროს პალმის რტოს მიიღებს. ეს კი 81 წლის მსახიობისთვის განსაკუთრებული აღიარებაა, რომლის კავშირი ფრანგულ ფესტივალთან თითქმის ნახევარ საუკუნეს ითვლის.

რობერტ დე ნიროს ისტორია კანის კინოფესტივალთან 1976 წელს დაიწყო, როდესაც მან ითამაშა ორ კონკურსანტ ფილმში – მარტინ სკორსეზეს ლეგენდარულ „ტაქსის მძღოლში“ და ბერნარდო ბერტოლუჩის „1900-ში”. ფილმმა „ტაქსის მძღოლმა“ იმ წელს ფესტივალის მთავარი პრიზი, პალმის რტო, მოიპოვა და კინოსამყაროში დე ნიროს სამუდამო ადგილი დაუმკვიდრა.

მას შემდეგ კანის ფესტივალში რობერტ დე ნირო ხშირად მონაწილეობდა. 1983 წელს ის წარდგენილი იყო ფილმით „კომედიის მეფე“, შემდეგ წელს სერჯო ლეონეს ფილმით „ერთხელ ამერიკაში“, ხოლო 1986 წელს კი ფესტივალზე როლანდ ჟოფეს „მისიით“ წარდგა. ამ ფილმმა ასევე მოიპოვა პალმის რტო და დე ნირო იმ იშვიათ მსახიობთა რიცხვს მიემატა, რომლებმაც ორი ოქროს პალმის რტო მიიღეს.

მიუხედავად იმისა, რომ რობერტ დე ნირო ნიუ-იორკში საკუთარი კინოფესტივალის, „ტრაიბეკას“ ორგანიზებაშიც მონაწილეობს, კანის კინოფესტივალის მთავარ ფიგურად მაინც რჩება. 2011 წელს ის ჟიურის თავმჯდომარე იყო და ტერენს მალიკის „სიცოცხლის ხე“ დააჯილდოვა. ბოლოს რობერტ დე ნირო 2023 წელს გამოჩნდა კანში მარტინ სკორსეზეს ფილმით „ყვავილის მთვარის მკვლელები“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend